Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მილანი 3-3 რომა, ყველა მომენტი, გოლები | YouTube HD ვიდეო

მილანი 3-3 რომა, ყველა მომენტი, გოლები | YouTube HD ვიდეო

გუშინ სერია A-ში კიდევ ერთი დაუვიწყარი მატჩი ვიხილეთ. მილანი-რომას შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა.

 

შეხვედრაში იყო ბევრი მომენტი, საკამათო პენალტი, ლამაზი გოლები, მეკარის შეცდომა, მოკლედ ყველაფერი იყო, რაც ნეიტრალურ გულშემატკივარს ასიამოვნებდა.

 

მატჩის მეორე წუთზე ანგარიში იბრამ გახსნა. თუმცა რომაელებმაც მალევე უპასუხეს და მე-14-ე წუთზე ანგარიში ჯეკომ გაათანაბრა.

 

პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

 

თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ლეაოს ბრწყინვალე თამაშს მეორე გოლი მოჰყვა რომას კარში.

 

71-ე წუთზე არბიტრმა საეჭვო პენალტი დადო მილანის კარში და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა, 2-2.

 

აშკარაა, რომ მილანი წელს მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. 79-ე წუთზე იბრამ თავისი მეორე გოლი გაიტანა პენალტის ნიშნულიდან და როსონერი კვლავ დაწინაურდა.

 

თუმცა გუშინდელი დრამა 84-ე წუთზე დასრულდა, როდესაც კუმბულამ კუთხურიდან ჩაწოდებული გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 3-3 დააფიქსირა.

 

მიმოხილვა

გუშინ ამ მატჩზე სამი პოზიცია გვეწერა, გოლები, კუთხურები, ჯარიმები და სამივე დაჯდა, ბილეთიც გავამწვანეთ.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ